დიდი ბრიტანეთის საკონსულოსთვის აპლიკაციის შევსება - 50 ლარი

დიდი ბრიტანეთის ვიზა გამოიყენება: ინგლისი, შოტლანდია,უელსი,ჩრდილოეთ ინრლანდია.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: https://www.gov.uk/apply-to-come-to-the-uk​ )
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა (ორიგინალი და მისი ასლი)
  • ბილეთის ჯავშანი;
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული)
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ ენაზე (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • ფინანსური გარანტია განცმხადებლის ან მისი სპონსორის(ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ საბუთი უნდა იყოს საბანკო ამონაწერის სახით, რომელიც ანკეტის შევსების თარიღამდე 3 თვით ადრე პერიოდიდან უნდა იწყებოდეს და არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ წერილს ბანკიდან განმცხადებლის ან მისი სპონსორის ნაშთის შესახებ.);
  • სტუდენტებმა ყოველთვის უნდა წარმადგინონ თავიანთი ჩარიცხვის წერილის ორიგინალი ბრიტანეთის უნივერსიტეტიდან, კოლეჯიდან თუ სკოლიდან.
  • საკონსულოში წარდგენილ საბუთი უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ორიგინალის სახით;
  • შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით.ელექტრონული (ონლაინ) გადახდის განხორციელება შესაძლებელი ვიზა და მასტერქარდის ტიპის, როგორც სადებეტო ისე საკრედიტო ბარათებით



ბანერი

უეფა ევროპა ლიგა

დინამო კიევი VS ჩელსი 



ASM © 2019