სტეფანწმინდის ტური

  სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა საქართველოში

სტეფანწმინდის მიდამოები ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V საუკუნეებში იყო დასახლებული, რასაც მოწმობს 1877 წელს ყაზბეგთან აღმოჩენილიყაზბეგის განძი. ესაა დაახლოებით 200 ნივთი, რომლის შემადგენლობაში იყო აქემენიდური ხელოვნების ნიმუშები. ყაზბეგის განძი კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. განძის დიდი ნაწილი მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში ინახება, მცირე ნაწილი – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

სტეფანწმინდა გაშენებული იყო მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ხოლო მარცხენა მხარეს მდებარეობდა სოფელი გერგეტი. XVIII საუკუნეში სტეფანწმინდა იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს და მას შეუერთდა სოფელი გერგეტი. შეიქმნა ყაზბეგის სადაბო საბჭო, რომელშიც ასევე შევიდა სოფლები გველეთი და ცდო. საბჭოთა პერიოდში ყაზბეგში მოქმედებდა მეცხოველეობის კოლმეურნეობა, სტამბა, სამრეწველო კომბინატი, ბოტანიკის ინსტიტუტის მაღალმთის სტაციონარი



ბანერი

უეფა ევროპა ლიგა

დინამო კიევი VS ჩელსი 



ASM © 2019